მოგესალმებით ჩემს ვებგვერდზე, სადაც შეგიძლიათ ინფორმაცია მოიძიოთ ჩემი ვეტერინარული და სასოფლო-სამეურნეო საქმიანობის შესახებ.
მრავალწლიანი გამოცდილების წყალობით გაგიწევთ კომპეტენტურ კონსულტაციას და ვიზრუნებ თქვენი ცხოველების ჯანმრთელობაზე.

ჩემს შესახებ

ვეტერინარიის ფაკულტეტის წარმატებით დასრულების შემდეგ, უფრო დიდი ინტერესით შევუდექი ჩემი საყვარელი პროფესიის პრაქტიცირებას. მრავალი სახელმძღვანელოს დახმარებით, ვეცნობოდი ყოველდღიურად სიახლეებს ცხოველთა მედიცინის სფეროში და ვიყენებდი მას პრაქტიკულ სამუშაოში. ჩემი ცოდნის გასაღრმავებლად ვესწრებოდი უამრავ ოპერაციას სხვადასხვა გამოცდილ ვეტერინართან და ვაგროვებდი გამოცდილებას მომავალი ქირურგიული ჩარევებისათვის, რომელიც სწავლის დაწყებიდანვე ჩემთვის პირველ საფეხურზე იდგა.

2006 წელს მომეცა საშუალება წარმატებით გამეარა სასოფლო-სამეურნეო უნივერსიტეტის, სავეტერინარო ფარმაციის საკვალიფიკაციო კურსები. 2014 წელს დავესწარი კომპანია "ბიოვეტა"-ს სემინარებს, ხოლო 2016 წელს გავიარე ტრენინგი თემაზე: "მსხვილფეხა რქოსანი პირუტყვის რეპროდუქცია და მასთან დაკავშირებული დაავადებების დიაგნოსტიკა და მართვა; რესპირატორული და კუჭ-ნაწლავის სისტემის დაავადებები და მათი მართვა".

მას შემდეგ, რაც გადავწყვიტე, რომ ჩემი ცოდნა შემეძლო უკვე სხვებისთვის გამეზიარებინა, მივიღე პრაქტიკანტები, რომლებიც წარმატებით ეუფლებიან ვეტერინარის პროფესიას და პრაქტიკულ სამუშაოებს გადიან ჩემი ზედამხედველობის ქვეშ. ჩემი და ჩემი კოლეგების დახმარებით კი ზოგიერთმა მათგანმა, საქართველოს ფარგლებს გარეთ გაიარა ტრენინგები.

ჩემი პროფესია დაკავშირებულია ყოველდღიურ სიახლეებთან, რაც უფრო მეტ მოტივაციას მაძლევს გავეცნო ყველა შესაძლებლობას, რომელიც ცხოველების ჯანმრთელობას მოემსახურება.

Pianistin Tamari Okroashvili

გალერეა

სიახლეები

დამიკავშირდით